პროგრამის მიზანი:
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა;
- სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზუნველყოფა სოფლის მეურნეობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.
პროგრამის მოკლე აღწერა:
სახელმწიფო პროგრამა, ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღების, თანადაფინანსებას კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვისთვის. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივარი/მაცივრები
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:
საქართველოს მთლიანი ტერიტორია
- სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს პროგრამაში ,,დანერგე მომავალი", კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში
- სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს.
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
დაინტერესებული პირი უნდა იყოს სრულწლოვანი;
პროგრამის მონაწილე უნდა ფლობდეს არანაკლებ 0.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც რეგისტრირებულია "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში", ერთი საკადასტრო კოდით მის სახელზე ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ცნობა ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;
- მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;
- დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავების და, საჭიროების შემთხვევაში, წყლით უზრუნველყოფის შესახებ;
- ადგილობრივი სანერგე მეურნეობიდან ნერგის შეძენის შემთხვევაში - ინვოისი და ხელშეკრულება (კონკრეტული ინფორმაციით);.
- ნერგის იმპორტის გზით შეძენის შემთხვევაში - ინვოისი/ხელშეკრულება ქართულ ენაზე (კონკრეტული ინფორმაციით):
- შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ საკუთარი ნერგების გაშენების შემთხვევაში ცნობა ნერგების/ბენეფიციარის სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის შესახებ;
- ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
პროგრამის განხორციელების ვადები:
მიმდინარე
შენიშვნა : პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყო და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე
მიმაგრებული ფაილები:
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი: